ბავშვები, რომლებსაც სასწავლო წლის დაწყებამდე 6 წელი არ შეუსრულდებათ სკოლაში ვერ შევლენ

ბავშვები, რომლებსაც სასწავლო წლის დაწყებამდე 6 წელი არ შეუსრულდებათ სკოლაში ვერ შევლენ

პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის კობა სუბელიანის ინიციატივას სკოლაში 6 წლამდე ასაკის ბავშვების შესვლასთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა.

დეპუტატების გადაწყვეტილებას განათლების მინისტრი დადებითად აფასებს.

"გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში სწორია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მსჯელობა წამოიჭრა. არ მიკვირს, რომ ასე მოხდა, რადგან სენსიტიური თემაა, მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა ამ თემაზე მაშინაც ემსჯელათ, როდესაც ექვსწლიანი დაწიეს ხუთწლიანამდე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი", - განაცხადა სანიკიძე.

განათლების სამინისტროს ინიციატივით, ბავშვი, რომელიც სწავლის დაწყებამდე 6 წლის არ ხდება, სკოლაში ვერ ისწავლის.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად კი, მშობლის სურვულის შემთხვევაზე სკოლაში შესვლის უფება იმ ბავშვებს ექნებოდა, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდება.