დავით ბაქრაძემ და მანანა კობახიძემ დახურული შეხვედრა გამართეს

დავით ბაქრაძემ და მანანა კობახიძემ დახურული შეხვედრა გამართეს

შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის სამუსაო კაბინეტში მიმდინარეობდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადეს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვიცე-სპიკერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წევრობა მიულოცა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თინათინ ხიდაშელს, მანანა კობახიძე შეცვლის. სწორედ ეს მივულოცე კოლეგას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის გასულ კვირას „ნაციონალური მოძრაობიდან“ 4 წევრის წასვლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმაც დატოვონ.