გელა დუმბაძის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროში ხუმრობას უწოდებენ

გელა დუმბაძის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროში ხუმრობას უწოდებენ

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტის მოადგილე სანდრო ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის,  გელა დუმბაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს და ხუმრობას უწოდებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, მინისტრი ამჟამად იმყოფება გარდაბანში, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. 

"პირველი აპრილი რომ იყოს,  ვიფიქრებდი, რომ ეს ხუმრობაა. მას თანამდებობა არ დაუტოვებია. ამჟამად იმყოფება ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გარდაბანში და ათვალიერებს ახლად გახსნილ ობიექტებს გუბერნატორთან ერთად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ხუმრობაა და სერიოზული კომენტარი არ ღირს.

ჩვენ ერთად ვიმყოფებით გარდაბანში. 100%-ით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არც გადამდგარა, არც გადადგომას აპირებს და მონასტერში სალოცავად თუ წავა, ეს კარგია. თითოეული ჩვენთაგანი რაც უფრო ხშირად ვივლით ეკლესიაში, კარგი იქნება. სამწუხაროდ, ეტყობა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ყველგან არიან ჩანერგილები და ჩვენს სამინისტროშიც და ეს არის მათი აუხდენელი ოცნება და სურვილი", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  გელა დუმბაძე თანამდებობიდან გადადგა.