ფიფა-ს კონგრესის წევრებმა აფეთქების მუქარის შეტყობინება მიიღეს

ფიფა-ს კონგრესის წევრებმა აფეთქების მუქარის შეტყობინება მიიღეს

ფიფა-ს კონგრესის წევრებმა დღეს, ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების მუქარის შეტყობინება მიიღეს. 

ამის შესახებ გერმანული და სხვა ევროპული მედიასაშუალებების ცნობით, შვეიცარიის ქალაქ ციურიხის პოლიცია იტყობინება. 

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მივიღეთ ბომბის გააქტიურების მუქარის შეტყობინება", - განაცხადეს ციურიხის პოლიციაში. 

გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის იმ ადგილას, სადაც ფიფა-ს კონგრესის წევრები პრეზიდენტის არჩევნებისთვის უნდა შეიკრიბონ, პოლიცია იმყოფება და მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებს. 
დღეს ფიფა-ს მომდევნო პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. ერთმანეთის კონკურენტებს მოქმედი პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი და იორდანიის პრინცი, ალი ბინ ალი ჰუსეინი წარმოადგენენ.