კახა კოჟორიძე - პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას

კახა კოჟორიძე - პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას

პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ათონელის რეზიდენციის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

"პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ ის არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას. პრეზიდენტს თავის დროზე რომ გაეკეთებინა განცხადება, რომ მოვიფიქრებ და გადავწყვეტ, მაშინ ჩემთვის გასაგები იქნებოდა ამ თემის ხელახლა წამოწევა, მაგრამ პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა თავისი პოზიცია, რომელიც არაერთხელ იქნა გამოთქმული. ჩვენ დამატებით კომენტირებას არ ვაპირებთ", - განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.