ეკონომიკის სამინისტროს შენობა იყიდება

ეკონომიკის სამინისტროს შენობა იყიდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა გასაყიდად აუქციონზე გადის. ამასთან დაკავშირებით, დღეს სამინისტროში ბრიფინგი იგეგმება. 

შენობის გაყიდვის შესახებ რამდენიმე თვის წინ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

ამ ეტაპზე უცნობია, სად გადავა სამუშაოდ ეკონომიკის სამინისტრო.