კიევში

კიევში "როშენის" მაღაზიაში აფეთქება მოხდა

კიევში მდებარე "როშენის" ერთ-ერთ მაღაზიაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრაინული მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. 

"სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელმაც მაღაზიის კედელი დააზიანა. მსხვერპლი არ არის" - წერია კიევის პოლიციის განცხადებაში. 

ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. სამართალდამცველების ცნობით, ბომბი შესასვლელთან კონდინციონერსა და მაღაზიის კედელს შორის იყო მოთავსებული. პოლიციამ საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა. 
კომპანია "როშენი" ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ეკუთვნის. მას შემდეგ რაც იგი უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი გახდა, პირობა დადო, რომ კომპანიას გაყიდდა, თუმცა, ამ დრომდე მის კუთვნილებაშია.