რაიონული საავადმყოფოების გამოსყიდვის მეორე ეტაპი დასრულდა

რაიონული საავადმყოფოების გამოსყიდვის მეორე ეტაპი დასრულდა

ჯანდაცვის სამინისტრომ რაიონული საავადმყოფოების გამოსყიდვის მეორე ეტაპიც დაასრულა. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა, ჯამში ჯანდაცვის სამინისტროს 19 საავადმყოფოს მართვის უფლება გადაეცა, საიდანაც 9 კლინიკასთან მიმართებაში ინვესტორმა ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც დაწესებულება ჩამოერთვა, დანარჩენების გამოსყიდვა კი სახელმწიფოს 12 მილიონი ლარი დაუჯდა. 

"დღეს ჩვენი სამინისტროდან მთავრობის სხდომაზე გადის საკითხი, რომელიც შეეხება მეორე ეტაპზე გამოსყიდული რაიონული საავადმყოფოების მართვის უფლების გადაცემას ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ეს არის ტექნიკური საკითხი და ამით ეს ეტაპი დასრულდა. ჯამში, საუბარია 19 საავადმყოფოზე, საიდანაც 9 რაიონულ კლინიკასთან მიმართებაში ინვესტორმა ვალდებულება ვერ შეასრულა, კონტრაქტის მიხედვით, დაწესებულებები უკან ჩამოვართვით, დანარჩენების გამოსყიდვა კი ორი სარეზერვო კომპანიისგან მოხდა, რაშიც ჯამში სახელმწიფომ 12 მილიონი ლარი გადაიხადა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.