ე. წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო

ე. წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო

ე. წ. კაბელების საქმეზე დღეისთვის  ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატმა,  ლევან სამუშიამ განუცხადა, გუშინ დილით სასამართლოდან დაცვის მხარეს შეატყობინეს, რომ პროცესი დღეს, 11.00 საათზე გაიმართებოდა, მოგვიანებით კი კვლავ მიიღეს ახალი ინფორმაცია, რომ წინასასამართლო სხდომა 5 ივნისს, 11.00 საათისთვის გადაიდო. 

მხარეები 5 ივნისის სხდომაზე მოისმენენ მოსამართლის გადაწყვეტილებებს მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს უკავშირდება.