რიგის სამიტმა "აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი" ევროკავშირის ერთგულება დაადასტურა. ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ მიკრობლოგში გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი წერს.
თუმცა, ამავდროულად ჰერმანი აღნიშნავს, რომ აუცილებელია მოხდეს პოლიტიკის ადაპტირება ქვეყნების ადგილობრივი რეალობისადმი. "რიგაში გამართულმა სამიტმა ევროკავშირის ერთგულება დაადასტურა "აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი". თუმცა, ჩვენთვის აუცილებელია განვახორციელოთ პოლიტიკის ადაპტირება ადგილობრივ რეალობასთან", - წერს იოჰანეს ჰანი.
რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი 21-22 მაისს გაიმართა.