ჟვანიას მოედანზე ზელიმხან ხანგოშვილი დაჭრეს

ჟვანიას მოედანზე ზელიმხან ხანგოშვილი დაჭრეს

დღეს, დღის პირველ ნახევარში, ჟვანიას მოედანზე ზელიმხან ხანგოშვილი დაჭრეს.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, მას ცეცხლი დაუდგენელმა პირმა მანქანიდან გაუხსნა და ჭრილობები ხელის არეში აქვს მიყენებული. ხანგოშვილს მკურნალობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარდება.

"იმედის" ცნობით, ეთნიკურად ქისტი ზელიმხან ხანგოშვილი ლაფანყურის საქმეში ფიგურირებს და მოწმის სახით რამდენჯერმე დაიკითხა. ის ასევე მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში.