ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავის რაიონის სოფელი კურდღელაური დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავის რაიონის სოფელი კურდღელაური დააზარალა

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სტიქია დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დაისეტყვა რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი, განადგურდა ერთ წლიანი ნარგავები და მოსავლის ბაღები.

ძლიერი წვიმის გამო, ადიდდა სოფლის მიმდებარის ერთ-ერთი ხევი, რამაც რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი დატბორა.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხევი რამდენიმე წლის განმავლობაში არ გაწმენდილა.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა თელავის ადგილობრივი ხელისუფლება. როგორც თელავის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განაცხადა, ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება, რის შემდეგაც ადგილობრივებს დახმარებას გაუწევენ.

მისივე თქმით, დღეიდან ექსპლუატაციაში შევიდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები, რამაც სტიქიით მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად შეამცირა.