საქართველოს პრეზიდენტი დიდი ალბათობით ვეტოს უფლებას, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხდველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონს დაადებს, რადგან ადმინისტრაცია მის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს.
ეკონომიკის ექსპერტებთან დახურულ შეხვედრებს მართავს და ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციაზე ადმინისტრაციის უკმაყოფილებას არ მალავს.
პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა 27 მაისს ეკონომიკის ექსპერტებთან დახურული შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალსახად წინააღმდეგია აღნიშნული ცვლილების განხორციელების. კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი დიდი ალბათობით ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
როგორც შეხვედრაზე გამოჩნდა, ექსპერტების უმრავლესობა პრინციპულად წინააღმდეგი არ არის, თუ ეროვნულ ბანკს მხოლოდ საბანკო ზედამხედველობა კი არა, დამოუკიდებელ სტრუქტურად მთლიანად საფინანსო ზედამხედველობა გამოეყოფა, ანუ შეიქმნება იმის მსგავსი მოდელი, როგორიც საქართველოში 2008 წელს არსებობდა. ექსპერტებს შორის გამართული დისკუსიის შედეგად გაქარწყლდა მოსაზრება, რომ თითქოს საბანკო ზედამხედველობა იმიტომ დაუბრუნეს ეროვნულ ბანკს, რომ ეს შეცდომა იყო.
როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მაშინ საბანკო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს იმიტომ კი არ დაუბრუნეს, რომ თავად გამოყოფა იყო შეცდომა, არამედ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გიორგი ქადაგიძე დაინიშნა. ამ მოსაზრებას დაეთანხმა ექსპერტების უმრავლესობა და მათ შორის ეროვნული ბანკის იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია, ასევე მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი ვატო ლეჟავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დემურ გიორხელიძემ და სანდრო თვალჭრელიძემ პროტესტის ნიშნად საჯაროდ დატოვეს შეხვედრა, რადგან მათი განცხადებით, სხდომაზე ნინო ევგენიძის მხრიდან გიორგი ქადაგიძის ლობირება და "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის მხარდაჭერა-პროპაგანდა მიმდინარეობდა.