მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე წიწვოვანი ხეების უმრავლესობა გამხმარია

მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე წიწვოვანი ხეების უმრავლესობა გამხმარია

თბილისში, მთაწმინდისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გასწვრივ წიწვოვანი ხეების უმრავლესობა გამხმარია. მთაწმინდამდე მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორიებზე ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ხეების ტყეებია.

ხეების ხმობის პროცესი საკმაოდ დიდ ფართობებზეა გავრცელებული. რამდენიმე გამხმარი ფიჭვი უკვე მთაწმინდის პარკის გარეთ ხეივანშიც შეინიშნება.