მაია ცქიტიშვილი:   პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის საჩუქრად მიღება ძალიან სასიამოვნო იყო

მაია ცქიტიშვილი: პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის საჩუქრად მიღება ძალიან სასიამოვნო იყო

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის საჩუქრად მიღება ძალიან სასიამოვნო იყო.

ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს, მთავრობის წევრებსა და სასამართლოს წარმომადგენლებს კონსტიტუცია უსახსოვრა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საჩუქრები გუშინ მიიღეს.

"რა თქმა უნდა, ძალიან მესიამოვნა პრეზიდენტის საჩუქარი. ძალიან კარგი და სიმბოლური იყო, რომ 26 მაისს კონსტიტუცია მივიღეთ საჩუქრად, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან სასიამოვნო საჩუქარია, მექნება კონსტიტუციის ძალიან ლამაზი გამოცემა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, ამ ჟესტს რაიმე სხვა პოლიტიკური დატვირთვა ხომ არ ჰქონდა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ასე არ ჰგონია.

"არ მგონია, მე მგონი ძალიან კარგი საჩუქარია. სასიამოვნო და სიმბოლურია პირველ რიგში პრეზიდენტის მხრიდან ასეთი საჩუქრის მიღება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.