"თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერები 10 ივნისიდან უნდა ჩაირთოს

"თბილისის მიკროავტობუსი" კონდიციონერის ჩართვის შესახებ მითითებას მძღოლებს 10 ივნისის შემდეგ მისცემს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის შეკეთების პროცესი. მათივე ინფორმაციით, სისტემა მიკროავტობუსების 80%–ში უკვე შეკეთდა და გამართულად მუშაობს, პროცესი კი ივნისის თვის დასაწყისისთვის დასრულდება.

"თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, 10 ივნისის შემდეგ კომპანია მძღოლებს მისცემს მითითებას კონდიციონერის ჩართვის შესახებ. კომპანია მოუწოდებს მოსახლეობას, იმ შემთხვევაში კი, თუ მგზავრი დააფიქსირებს რაიმე გადაცდომას ამ მიმართულებით, შეატყობინონ ცხელ ხაზზე - 200 340.