გია ვოლსკი:   პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტების თავმჯდომარეებს დღეს დაასახელებს

გია ვოლსკი: პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტების თავმჯდომარეებს დღეს დაასახელებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი კომიტეტის თავმჯდომარეებს დღეს დაასახელებს.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი იქნება, ხოლო აგრარულ საკითხთა კომიტეტს გელა სამხარაული უხელმძღვანელებს.

"კოალიციური მოსაზრება გვაქვს, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი იყოს ბერძენიშვილი, ხოლო აგრარულს სამხარაული უხელმძღვანელებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღნიშნული პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინა ხიდაშელმა და გიგლა აგულაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები დატოვეს.