ვიცი, რომ მთავრობა სერიოზულად იღებს არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს

ვიცი, რომ მთავრობა სერიოზულად იღებს არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფლად აკეთებენ საკუთარ შეფასებებს.

ამის შესახებ ნორლანდმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასების კონფერენციას ესწრება.

როგორც ნორლანდმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის, რომ დინამიურია არასამთავრობო სექტორი და თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრს, საუბრობს იმ პრობლემებზე და მიღწევებზე, რომელიც ჰქონდა მთავრობას.

"ვიცი, რომ ეს ანგარიში შეეხება 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდს და არ მოიცავს 2015 წლის განვლილ პერიოდს. მიუხედავად ამისა, არასამთავრობოები თავისუფლად აკეთებენ საკუთარ შეფასებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი. ვიცი, რომ მთავრობაც ძალიან სერიოზულად იღებს არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. მთავრობამ ასევე დაიწყო რეაგირებაც კი, ზოგიერთ გამოთქმულ მოსაზრებაზე", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსი აკვირდება ამ პროცესს და მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნაბიჯებს.