ელიზაბეტ მეორე - დიდი ბრიტანეთი უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს

ელიზაბეტ მეორე - დიდი ბრიტანეთი უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს, - ეს განცხადება გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სესიის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა. 

"ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ზეწოლას რუსეთზე იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენი მთავრობა ასევე მოითხოვს მინსკის შეთანხმების სრულ განხორციელებას", - აღნიშნა ბრიტანეთის მონარქმა. 

დედოფალმა ტრადიციულ ყოველწლიურ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის საშინაო საკითხებზეც ისაუბრა და ყურადღება საჭირო რეფორმებზე, ასევე ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე გაამახვილა. 

ყოველ წელს პარლამენტის პირველ სესიას ბრიტანეთის მონარქი ხსნის. ტექსტი, რომელსაც იგი კითხულობს მინისტრთა კაბინეტის მიერ არის შედგენილი და იგი მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს.