საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დეპუტატებს, მთავრობის წევრებსა და სასამართლოს წარმომადგენლებს კონსტიტუცია უსახსოვრა.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სქელყდიანი წიგნის სახით არის დაბეჭდილი, რომელზეც სახელმწიფო გერბია გამოსახული.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პრეზიდენტის საჩუქარი პარლამენტის და მთავრობის წევრებს, ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს გუშინ გადაეგზავნათ.
პრეზიდენტისგან გაგზავნილი საჩუქრის მიღება პარლამენტის წევრებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დაადასტურეს.