ატლანტიკური საბჭოს ვაშინგტონის ანალიტიკურმა ცენტრმა ანგარიში გაავრცელა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში რუსული არმია მონაწილეობს. ამის შესახებ სამხილები საბჭომ "გუგლის" რუკის დახმარებით მოიპოვა.
რუსულ მხარეს აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, იგი კატეგორიულად უარყოფს დონბასის კონფლიქტში რუსი სამხედროების და რუსული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობას.
როგორც ატლანტიკური საბჭოს ანგარიშშია აღნიშნული, ძირითადი იერიშები ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მებრძოლების მხარდასაჭერად სწორედ რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდება.
"ეს აშკარაა და ამის ნახვა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს Google Earth ან Google Maps" , - ამბობენ ანგარიშის ავტორები.