რას ემსახურებოდა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა. ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით ხიდაშელის თავდაცვაში დანიშვნა არ იყო მხოლოდ საგარეო პოლიტიკური დაზღვევისკენ გადადგმული ტაქტიკური ნაბიჯი. გარდა ამისა ეს დანიშვნა ითვალისწინებდა ალასანიას პოლიტიკურ განეიტრალებას.
რესპუბლიკური პარტია ხალხს გულზე არ ეხატება . რაც შეეხება თინას გამინისტრებას ეს არ იყო მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური დაზღვევისკენ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯი, ამას ქონდა საშინაო პოლიტიკური დატვირთვაც, მაგალითად, ნეიტრალიზება ალასანიასი , როგორც მზარდი პოლიტიკური ერთეული. ალასანიას გზავნილი იყო შემდეგი- ხელისუფლება ღალატობს საგარეო-პოლიტიკურ კურსს! თინას დანიშვნით კი ალასანიას ეს საგარეო პლატფორმა გამოეცალა. სხვა პლატფორმა კი არ აქვს, ანუ მოხდა ალასანიას ჯგუფის განეიტრალება. თინას დანიშვნით, აგრეთვე მოხდა რესპუბლიკელების მიერ კოალიციის დატოვების პრევენცია. არადა, ეს რისკი მაღალი იყო.რადგან პასუხისმგებლობა „ ოცნებასთან“ ერთად გადაინაწილა, რესპუბლიკური პარტიაც ძალაუფლების ორგანული ნაწილი გახდა. ერთი სიტყვით „ოცნებამ“ რამდენიმე ტაქტიკური ამოცანა გადაწყვიტა , თუმცა გრძელვადიანი პოლიტიკის თვალსაზრისით ძალიან სახიფათო ნაბიჯი გადადგა რესპუბლიკური პატრიის სტატუსიდან გამომდინარე. ამ პარტიის სახალხო ლეგიტიმაცია არის ნულოვანი და მისი წინა პლანზე წამოწევა კოალიციას პრობლემებს შეუქმნის საარჩევნოდ- აცხადებს გია ხუხაშვილი საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში
236
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85