ნატოს პოზიცია საქართველოს ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მოხდება გაწევრიანება, იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, რაც არაერთხელ უკვე ითქვა", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მანვე გაიხსენა, რომ საქართველოს თავდაპირველი კურსი ნატოში გაწევრიანებისკენ მიღებული იქნა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და დამტკიცდა 2014 წლის უელსის სამიტზე. სტოლტენბერგის განცხადებით, მას შემდეგ მხარეები ატარებენ მოცულობით ერთობლივ პროგრამებს, მათ შორის სამხედრო სწავლებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონში სტაბილურობისთვის. მისივე თქმით, ალიანსი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მონაწილეობას ალიანსის ბევრ ოპერაციაში.