"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატები პარლამენტში ფრაქციის შექმნას ეცდებიან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა პავლე კუბლაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე", საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა "ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკაში და პოლიტიკურ პროცესებში ხარ ჩართული, შენი მიზანია რაც შეიძლება მეტი გავლენა მოიპოვო, როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ისე პარლამენტს მიღმა. ამიტომ ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა იქნება ის, რომ ვიაროთ გაზრდის გზით და მათ შორის, ფრაქციის ჩამოყალიბების გზით. ეს არ არის უბრალო სიტყვები. ეს არის დამატებით შესაძლებლობებთან დაკავშირებული, რაც უკავშირდება სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობას, დებატებს, კანონპროექტების განხილვას. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვეცდებით, რა იქნება – ამას გვაჩვენებს მომავალი", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ისინი ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ.