შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ფრაქციას აუცილებლად შევქმნით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა გოგა ხაჩიძემ "პალიტრა TV"-ის ეთერში, მერაბ მეტრეველის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
"აუცილებლად შევქმნით ფრაქციას. ვნახოთ, ვისთან ერთად, ახლა ამას კონკრეტულად ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, ვსაუბრობთ დეპუტატთა შესაბამის ჯგუფებთან, შესაბამის დეპუტატებთან. არსებობს ძალიან სქელი წითელი ხაზები, რომლებიც ძალიან დიდი წყალგამყოფია ქვეყნის საგარეო კურსის ორიენტაციასთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია, როდესაც გაქვს ფრაქცია, უფრო მეტი შესაძლებლობაა იგივე საპარლამენტო მუშაობაშიც, ზოგადად, ტრიბუნის თვალსაზრისით. ელემანტარულია, როდესაც ხარ პოლიტიკოსი, უნდა იზრუნო, რომ გაფართოვდე და გარკვეული საშუალებები შეიქმნა", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.
პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ისინი ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ.