"ქართული ოცნების" დახურული სხდომიდან ხმამაღალი კამათი ისმის

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სხდომა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია, თუმცა, სხდომიდან ხმამაღალი კამათის ხმები გამოდის.

ჯერჯერობით უცნობია, რაზე საუბრობენ ფრაქციის დახურულ სხდომაზე კანონმდებლები.