გიორგი გახარია:    ბიზნესის ტერორის ბრალდებაზე, სჯობს ბიზნესმენებს დაელაპარაკოთ

გიორგი გახარია: ბიზნესის ტერორის ბრალდებაზე, სჯობს ბიზნესმენებს დაელაპარაკოთ

ჩემთან შეხვედრა პრობლემა არასდროს ყოფილა, - ასე გამოეხმაურა ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია "ემ ენ ჯორჯიას" დირექტორის ვახტანგ გოძიაშვილის განცხადებას , რომლის თანახმადაც გოძიაშვილი სასტუმრო "რედისონში" მივიდა და აღნიშნა, რომ მას გიორგი გახარიასთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა.

სასტუმრო "რედისონში" გიორგი გახარია ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

"რაც შეეხება ჩემთან შეხვედრას, პრობლემა არასდროს ყოფილა. მას შეუძლია დარეკოს და იმ დღესვე თუ არა, მეორე დღეს უპრობლემოდ შევხდები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ბიზნესმენ ვახტანგ გოძიაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გოძიაშვილი გიორგი გახარიას ბიზნესის ტერორში ადანაშაულებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გახარიამ განაცხადა, რომ ამაზე უმჯობესია ბიზნესმენებს დაელაპარაკონ.

"ბიზნესის ტერორთან დაკავშირებით ბრალდებაზე, სჯობს ბიზნესმენებს დაელაპარაკოთ და მათ გააკეთონ ამაზე კომენტარი", - განაცხადა გახარიამ.