„მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს“

„მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს“

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს ხვდება.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკიდან, საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფას ნეგატიურად აფასებს. პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის არგუმენტირებულად დასაბუთებული აღნიშნული ინიციატივის მიზანშეწონილობა.

"ჩვენ მკვეთრად ნეგატიურად ვაფასებთ აღნიშნულ ცვლილებას და პირველ რიგში, ვთვლით, რომ ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან და მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს. განმარტებით ბარათში იკითხება, რომ აბსოლუტურად არ არის დასაბუთებული ამ ცვლილების მიზანშეწონილობა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით, შესაძლოა, ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი დამოუკიდებელ იურიდიულ პირად გამოეყოს.

ახალი ინიციატივის თანახმად, სამსახურის 6 წევრს პარლამენტი შეარჩევს, მეშვიდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება. კომიტეტის წევრების განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ეროვნული ბანკის დეპოლიტიზაციას შეუწყობს ხელს.