ინფორმაცია, თითქოს შვეიცარია აქტიურად ეძებს მუშა ხელს დასაქმების მიზნით, სინამდვილეს არ შეესაბამება

ინფორმაცია, თითქოს შვეიცარია აქტიურად ეძებს მუშა ხელს დასაქმების მიზნით, სინამდვილეს არ შეესაბამება

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ცნობით, ინფორმაცია, თითქოს შვეიცარია აქტიურად ახდენს მუშა ხელის მოძიებას შვეიცარიაში სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების მიზნით, სინამდვილეს არ შეესაბამება.

"ბოლო დროს საქართველოს საინფორმაციო წყაროებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს და შვეიცარია აქტიურად ახდენს მუშა ხელის მოძიებას შვეიცარიაში სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების მიზნით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმე იმაშია, რომ შვეიცარიის ფერმერთა კავშირი და მიგრაციის სახელმწიფო სამსახური ახორციელებენ მცირე საპილოტო პროექტს, რათა დადგინდეს, თუ რამდენად შესაძლებელია შვეიცარიაში უკვე მცხოვრები და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების დასაქმება სოფლის მეურნეობის დარგში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებისათვის შვეიცარიაში შესვლისა და იქ ყოფნის რეგულაციები უცვლელი რჩება.