ლეონიდ თიბილოვმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლები დანიშნა

ლეონიდ თიბილოვმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლები დანიშნა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლები დანიშნა. ამის შესახებ ოსური სააგენტო "რესი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსპიკერ განა იანოვსკაიაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლების პოსტებზე თაიმურაზ გიბიზოვი და სოსლან კარაევი დაინიშნენ.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლობები 16 მაისს გაიხსნა. მხარეები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანს "ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება" წარმოადგენს.