„ყოფილი თანაგუნდელების განცხადებამ უფრო მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი იყო“

„ყოფილი თანაგუნდელების განცხადებამ უფრო მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი იყო“

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გივი თარგამაძე პარტიიდან 4 დეპუტატის წასვლას, პოლიტიკურ უმწიფრებად და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს.

როგორც თარგამაძემ განაცხადა, ყოფილი თანაგუნდელების მიერ, პარტიის დატოვების მიზეზებზე გაკეთებული განცხადება არ იყო პოლიტიკური ლიდერების განცხადება. დეპუტატის თქმით, თუ პარტიის აღმასრულებელ მდივანს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ეს პარტიის წინაშე უნდა განხილულიყო.

„განცხადებამ უფრო მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი იყო. მათ განცხადებაში დასახელებული პრობლემა, თუ ეს პრობლემად მიაჩნია ვინმეს, არ გაჩენილა დღეს და გაუგებარია, რატომ დ არ დაისვა პარტიის წინაშე. ყველაზე მეტი განცდა რაც რჩება, ეს არის პოლიტიკური უმწიფრობის, უპასუხისმგებლობის და მოუმზადებლობის განცდა და განცდა იმისა, რომ ეს არ არის განცხადება პოლიტიკური ლიდერების. ფორმა იყო გაუგებარი, რაც თავად აღიარეს და გაუგებარი მიზეზებით ახსნეს. თუკი აღმასრულებელ მდივანს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ის უნდა გაეცნო პარტიისთვის. ეს კი არ მომხდარა”, - განაცხადა გივი თარგამაძემ.