სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში უმუშებრობის დონე შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში უმუშებრობის დონე შემცირდა

მონაცემების თანახმად საქართველოში უმუშევვართა რაოდენობა, 2013 წელთან შედარებით 2.2%-ით შემცირდა და 12.4% შეადგინა, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2014 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 66.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე 1.7 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, 2014 წელს დასაქმების დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 11 წლის მანძილზე, ხოლო აქტიურობის დონე 2014 წელს ჩამოუვარდება მხოლოდ 2012 წლის მაჩვენებელს. დასაქმების დონე გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში. წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში, პირიქით, 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში აჩვენებს, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე არ შეცვლილა მხოლოდ 55-59 ასაკობრივ ჯგუფში, სხვა ასაკობრივ ჯგუფებში აღნიშნული მაჩვენებელი ყველგან შემცირებულია. უმუშევრობის დონის ყველაზე დიდი კლება, 11.3 პროცენტული პუნქტით 15-19 ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ისევ ამ ასაკობრივ ჯგუფში რჩება.