ლატვიის სანაპიროებთან ახლოს რუსული წყალქვეშა ნავი შენიშნეს. ამის შესახებ ლატვიის არმიის "ტვიტერის" გვერდზე წერია.
"27 მაისს შეიარაღებულმა ძალებმა ლატვიის ტერიტორიული წყლებიდან 5 საზღვაო მილის მოშორებით "კილოს" ტიპის რუსული წყალქვეშა ნავი და ერთი ჰიდროგრაფიული კვლევის გემი GS-66 შენიშნეს", - წერია ლატვიის არმიის "ტვიტერის" გვერდზე.
ინციდენტის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.