გიორგი მარგველაშვილი მის აღმატებულება ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი მის აღმატებულება ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

თქვენო აღმატებულებავ,

ჩემთვის დიდი პატივია გულწრფელად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია პოლონეთის რესპუბლიკასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა  და საუკეთერსო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, მეგობარი პოლონელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

პატივისცემით,

გიორგი მარგველაშვილი