ირაკლი ღარიბაშვილი:

ირაკლი ღარიბაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება

"ნაციონალური მოძრაობა" შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრის მხრიდან პარტიის დატოვების კომენტირებისას განუცხადა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს არ დაკონკრეტებია, თუ რა ჯგუფებზეა საუბარი.

"გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ. ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ ერთ გუნდად თავის წარმოჩენას. შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.