ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას არ გამორიცხავს

"რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პრობლემები აქვს და არ არის გამორიცხული, დაიშალოს.

"ჩვენც ვყოფილვართ რაიმე ტიპის კოალიციაში და გავსულვართ იქიდან. ეს ჩვეულებრივი დინამიური პროცესია. ,,ნაციონალურ მოძრაობას" პირველად არ ტოვებენ. თვითონ გაერკვევიან, ვინ სად იქნება. პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დეპუტატის აზრით, ეს არ არის ქართული პოლიტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, მიუხედავად იმისა, რომ დღის თემაა.

"შეიძლება ყველაფერი მოხდეს და "ნაციონალური მოძრაობა" მთლიანად დაიშალოს, რადგან არ იყო ზვიად გამსახურიდია, არ იყო მისი პარტია, არ იყო ასლან აბაშიძე, არ იყო მისი პარტია. არ არის მიშა, არის მისი პარტია. მათ აქვთ პრობლემები. განახლება სჭირდებათ და ალბათ ეს თვითონ უკეთ იციან", -განცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობა" დეპუტატებმა პალიკო კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ დატოვეს.