ფიფა-ს პრეზიდენტ ბლატერის შესაძლო დაკავების შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება

ფიფა-ს პრეზიდენტ ბლატერის შესაძლო დაკავების შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება

არის თუ არა ფიფა-ს დაკავებულ ხელმძღვანელ პირებს შორის ფედერაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, ჯერ უცნობია. ამერიკულ და ევროპულ მედიაში ამ დრომდე გავრცელებული ცნობების თანახმად, ის დაკავებულთა სიაში არ არის. თუმცა, თავდაპირველად იგი დაკავებულთა შორის დასახელდა.

შვეიცარიის პოლიციამ ფიფა-ს ხელმძღვანელები დღეს დილით ქალაქ ციურიხში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავა. "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ფიფა-ს ხელმძღვანელი პირები სასტუმროდან ხელბორკილებით გაიყვანეს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან  - ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტები  ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო.

ფიფა-ს ხელმძღვანელები ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასული. მათ ოცი წლის განმავლობაში კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და ფულის გათეთრება ედებათ ბრალად. აღნიშნული საქმეების გამოძიება ფიფა-ს პრეზიდენტ ბლატერისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ბლატერი სპორტში ყველაზე გავლენიან პირად არის მიჩნეული. იგი ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტს 1998 წლის შემდეგ იკავებს.