პატრიარქი:   უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის

პატრიარქი: უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის

როცა ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს მათთვის , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თსუ-ში მიმდინარე პირველ დიასპორულ-პროფესიულ ფორუმზე განაცხადა.

პატრიარქმა ქართული დიასპორა დალოცა და მათ საქართველოში მალე დაბრუნება უსურვა.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაძლიერდეს მათში ეროვნული თვითშეგნება, გაიგონ ვისი მიწაწყლისანი არიან, გაიგონ, რომ როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. გისურვებთ, რომ მალე დაუბრუნდეთ საქართველოს. საქართველოში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ და არა სხვამ", - განაცხადა პატრიარქმა.