საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრემიერის სახელით საზეიმო კონცერტი გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრემიერის სახელით საზეიმო კონცერტი გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, პრემიერ-მინისტრის სახელით, საზეიმო კონცერტი გაიმართა.

საღამოს თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ცნობილი ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ.

კონცერტზე შესრულდა ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის, სიმღერები და ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები, რომლებიც ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.