ამერიკის კონგრესის შენობაში ევაკუაცია განხორციელდა

ამერიკის კონგრესის შენობაში ევაკუაცია განხორციელდა

ამერიკის პოლიციამ კონგრესის შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

სააგენტო კაპიტოლიუმის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც შენობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო.

ამ დროისთვის სხვა დეტალები და ევაკუაციის ზუსტი დეტალები არ ვრცელდება. ამჟამად შენობის დათვალიერება მიმდინარეობს, მათ შორის მოწმდება, არსებობს თუ არა ხანძრის კერები შენობაში.