ირინე იმერლიშვილმა აფხაზ და ოს თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ირინე იმერლიშვილმა აფხაზ და ოს თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა აფხაზ და ოს თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი დღე თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"დღეს მე ვიმყოფებოდი თავისუფლების მოედანზე, სადაც ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცებიც იდგნენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები და ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო აფხაზ და ოს თანამემამულეებს და მათ ვუსურვო საქართველოს გამთლიანება", - აღნიშნა იმერლიშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დღეს ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადა დაათვალიერა და ჯარისკაცებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.