პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველასთვის დიდი სიხარულია, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადა საქართველოში ტარდება.
ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს რუსთაველზე განუცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში განთავსებულ ქართულ პროდუქციას გაეცნო.
„ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულია, რომ ოლიმპიადა საქართველოში ტარდება ივლისში თბილისში. მოუთმენლად ველით სწორედ ამ ღონისძიების ჩატარებას და იმედი მაქვს, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული“, - აღნიშნა პრემიერმა.