"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოთხი წევრის მიერ პარტიის დატოვებაზე პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შეიკავა. როგორც ირაკლი ალასანიამ ბათუმში, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ შიდასამზარეულზე ვერ ისაუბრებს:
"ეს არის მათი პარტიული შიდასამზარეულო, რომელზედაც ვერანაირ სპეკულაციასა და კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
"ნაციონალური მოძრაობა" გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა დატოვეს.