გერმანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იოჰანეს ზინგჰამერმა რუსეთში ვიზიტი გადადო

გერმანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იოჰანეს ზინგჰამერმა რუსეთში ვიზიტი გადადო

გერმანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იოჰანეს ზინგჰამერმა რუსეთში ვიზიტი გადადო. ამის მიზეზი მოსკოვის მიერ ბუნდესტაგის წევრის, კარლ-გეორგ ველმანის რუსეთის ტერიტორიაზე შეუშვებლობა გახდა.

"როიტერის" ცნობით, გერმანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვიზიტი მოსკოვში გაურკვეველი დროით გადაიდო. იგი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავდა. ზინგჰამერის თქმით, მისთვის მისი კოლეგის რუსეთის ტერიტორიაზე შეუშვებლობის შესახებ რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება მიუღებელია.

გერმანელი დეპუტატი კარლ-გეორგ ველმანი რუსეთში გუშინ არ შეუშვეს. მას რუსეთში 2019 წლამდე ჩასვლა აეკრძალა. კრემლის პრესსპიკერი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.