მოუთმენლად ველოდები, როდესაც მთელი საქართველო ამ დღეს სოხუმის, ცხინვალის და ახალგორის ტერიტორიებზეც აღნიშნავს

მოუთმენლად ველოდები, როდესაც მთელი საქართველო ამ დღეს სოხუმის, ცხინვალის და ახალგორის ტერიტორიებზეც აღნიშნავს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"საქართველოს გაუმარჯოს! მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც მთელი საქართველო და მისი ბევრი მეგობარი ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სოხუმის, ცხინვალის და ახალგორის ტერიტორიებზეც აღნიშნავს", - წერს ბასი.

ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტს 2009-2012 წლებში იკავებდა. ამჟამად იგი თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენელია.