ოზურგეთის გამგებელი მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის, ფრენბურთში ტრადიციულ შეჯიბრს დაესწრო

ოზურგეთის გამგებელი მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის, ფრენბურთში ტრადიციულ შეჯიბრს დაესწრო

გურიაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს, რომელშიც მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალაქის ცენტრში იუსტიციის სახლის წინ გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა.

მერაბ ჭანუყვაძე სპორტული განვითარების ცენტრში გამართულ შეჯიბრსაც დაესწრო, სადაც ფრენბურთში ერთმანეთს დაბა ნარუჯის, ასკანის, შემოქმედისა და ვაკიჯვრის გუნდები დაუპირისპირდნენ.

საფრენბურთო შეჯიბრი მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის, ტრადიციულად, ყოველი წლის 26 მაისს იმართება.