თავისუფლების მოედანზე დასრულებული ღონისძიების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთაველის გამზირზე გაისეირნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა სამინისტროების და იმ უწყებების პავილიონები დაათვალიერა, რომლებიც 26 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად არის გამოფენილი. პრემიერს ინფორმაციას პირადად უწყების ხელმძღვანელები აწვდიდნენ.
პრემიერი მოსახლეობასაც გაესაუბრა. მოსახლეობის ნაწილმა პრემიერს პირადი პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვა. ნაწილმა პრემიერს ავტოგრაფი სთხოვა, ზოგმა კი, ფოტოებიც გადაიღო.