სამართლიანობის აღდგენის პროცესში არის გარკვეული შეფერხებები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა , რომელიც 2011 წლის 26 მაისსა და სამართლიანობის აღდგენას ეხებოდა.
კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად პრობლემებისა, ყველა იმ საქმეზე, რაზეც კითხვის ნიშნები არსებობს, გამოძიებული იქნება.
"სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ეს პროცესი დაწყებულია დიდი ხანია. არის გარკვეული შეფერხებები ამ მიმართულებით, თუმცა რამდენიმე თვის წინ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი იქნა შექმნილი და ყველა ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვის ნიშნები - ძალადობა, ბიზნესის წართმევა, ადამიანების დატერორება, იქნება გამოძიებული, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.