„ყველანი ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოავალ თაობებს ძლიერი და გაერთიანებული საქართველო გადავცეთ“

„ყველანი ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოავალ თაობებს ძლიერი და გაერთიანებული საქართველო გადავცეთ“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

წულუკიანი რუსთაველის გამზირზე იმყოფება განთავსებულ სტენდებს ათვალიერებს და პროდუქციას ეცნობა.

„ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესასწაული არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დღე. მიხარია, რომ ყველა ბედნიერია დღეს, ვინც რუსთაველზეა და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში ზეიმობს ამ დღეს. მთავრობაც და რიგითი მოქალაქეებიც, ყველა, ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალ თაობებს ძლიერი და გაერთიანებული საქართველო გადავცეთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.