საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სიმბოლურად აღნიშნეს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში. ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოსა და ლიტვის დროშების ფოტო გამოაქვენა.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსის კათედრალის მოედანზე გამოიფინა ლიტვისა და საქართველოს დროშები - ჩვენი ქვეყნების ერთიანობის და მეგობრობის სიმბოლო", - დაწერა გრიბაუსკაიტემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.